მედია   სიახლეები   გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემა
15.05.2017

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის #382 განკარგულებით დამტკიცებული “ერთის მხრივ, ევროკავშირის და ევროპული ატომური ენერგიის განვითარების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის” დანართი 146.2 პუნქტის თანახმად სავალდებულოა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების დაწყება.

შესაბამისად, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოზე ზემოქმედების ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, ასევე ეროვნული მიზნების მიღწევასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
 

სისტემის კონცეფცია პირველ ეტაპზე გულისხმობს სამი თემატური მოდულის განვითარებას, ესენია: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება და მიწის დეგრადაცია/გაუდაბნოება. სისტემის ტექნიკური დავალების თანახმად სისტემა არის  Adaptive (system infrastructure should adapt to new tendencies and requirements) and Modular (system builds on modules of various level of complexity) რაც გცაძლევს შემდგომ ეტაპზე გარემოსთან დაკავშირებული სხვა თემატური მოდულებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარების საშუალებას.  
სისტემის სარგებელი და უპირატესობები:
 
  • საქართველოს მთავრობის ეფექტურობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში 


  • გარემოზე ზემოქმედებისა და ტრენდების მონიტორინგის გაუმჯობესება

    •  

      სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისთვის სანდო და რელევანტურ მონაცემთან წვდომის უზრუნველყოფა

 

​სისტემა, მასში ჩაშენებული ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით, გვაძლებს წვდომას გარემოსთან დაკავშირებულ (ამ ეტაპზე კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნება) მონაცემზე/ინფორმაციაზე და გვაძლევს ახალი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას ნაკლები ადამიანური რესურსითა და მოკლე დროში


სისტემა არის მაქსიმალურად ავტომატური და ამცირებს ადამიანის ჩართულობას მინიმუმამდე. უმეტესწილად ეს გამოხატულია მონაცემთა თავმოყრასა და გაზიარებაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო უწყებები და მათი ქვესტრუქტურები, აკადემია, ბიზნეს და არასამტავრობო სექტორი, მოსახლეობა). გარდა ამისა, როგორც ავღნიშნეთ სისტემას გააჩნია ანალიტიკური საშუალებები (tools), რომელთა გამოყენებით სისტემა გვაძლებს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის, ტრენდების მონიტორინგის და ანგარიშგების საშუალებას. 


 
pdf.png გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის ამოცანის მიმოხილვა 

Latest news