მედია   სიახლეები   დაიწყო განაცხადების მიღება 2017 წლის კონკურსზე - „საჯარო სამსახურის ჯილდო“
05.01.2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ გაერომ დაიწყო განაცხადების მიღება 2017 წლის კონკურსზე - „საჯარო სამსახურის ჯილდო“ (United Nations Public Service Awards).
საჯარო სამსახურებში ინოვაციურობისა და მაღალი ხრისხის ხელშეწყობითა და დაჯილდოებით, პროგრამა მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

2017 წლის დაჯილდოებისთვის ნომინაცია წარმოდგენილია სამ კატეგორიად:

1) ყველაზე ღარიბისა და დაუცველის სრულყოფილი მომსახურება.
2) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა საჯარო სამსახურში.
3) ჯანდაცვის მომსახურების სფეროში ინოვაციურობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.


 

pdf.png კონკურსში მონაწილეობის პირობები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე

Latest news