მედია   სიახლეები   ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება!
17.03.2021

თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, ხშირად მონაწილეობ გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში ან გაქვს სურვილი, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე შენთვის საინტერესო პროექტებში ჩართვა, მაშინ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო. 
 
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოლიდერთა სკოლაში და გაიღრმავებენ ცოდნას გარემოს დაცვისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებში. 
 
ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: 

1.იყო მე-9-მე-12 კლასის მოსწავლე;

2.გაინტერესებდეს გარემოს დაცვა;
3.შეგეძლოს კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
4.გქონდეს წვდომა ინტერნეტთან.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 16 საათზე. 
 
“ეკოლიდერთა სკოლა 2021” Covid 19-ით გამოწვეული პანდეემის გამო დისტანციურად ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება. ფორმატის მიუხედავად, გპირდებით საინტერესო და ინტერაქტიულ ვებინარებს. 
 
სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც გარემოსდაცვით საკითხებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 
 
პროგრამის ფარგლებში თქვენ დაფარავთ შემდეგ თემებს: 
  •  
  • *სად, როდის და რატომ ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრობა/გარემოს დაცვა და საქართველო
  • *ადამიანის ეკოლოგიური უფლებები
*ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა
*პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები
  • *ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები
*დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
*კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება 
*ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება 
*გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის როლი  გარემოს დაცვაში
*პრეზენტაციების წარდგენა
  •  
სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:
✅ვებინარი
✅რეალური მაგალითების განხილვა 
✅როლური თამაშები
✅დისკუსიები
✅საინტერესო სტუმრები 
✅საველე გასვლები 
✅ვიზიტები
 
სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და გახდებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მეგობრები.  
 
✅გთხოვთ გაითვალისწინეთ, ეკოლიდერის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.
 
✅პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა -  https://bit.ly/38PpnP8 
 
განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით: 
მარიამ არჩუაძეს (ტელ. 597 77 23 57, ელფოსტა: mariam.archuadze@eiec.gov.ge)  
ქეთევან შვანგირაძეს (ტელ: 558 56 77 76; ელფოსტა: ketevani.shvangiradze@eiec.gov.ge). 
 


 
 

Latest news