მედია   სიახლეები   ეკოლიდერთა სკოლა - ატმოსფერული ჰაერი და წყალი
17.11.2016

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  “ეკოლიდერთა სკოლაში” სწავლა გრძელდება.

ეკოლიდერთა სკოლაში მორიგი შეხვედრა ცენტრის თანამშრომელმა ანა ტარყაშვილმა ჩაატარა და მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერისა და წყლის  შესახებ  ესაუბრა. 
შეგახსენებთ, რომ ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა  და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 
ორი თვის განმავლობაში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვითი პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა. 


იხილეთ გალერეა

Latest news