მედია   სიახლეები   ეკოლიდერთა სკოლა - ბიომრავალფეროვნება
10.11.2016

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  “ეკოლიდერთა სკოლაში” სწავლა გრძელდება.

ეკოლიდერთა სკოლაში მორიგი შეხვედრა ცენტრის თანამშრომელმა ნათია ჯავახიშვილმა ჩაატარა და მოსწავლეებს ბიომრავალფეროვნების შესახებ ესაუბრა. 
შეგახსენებთ, რომ ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა  და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 
ორი თვის განმავლობაში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვითი პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა.
 

იხილეტ გალერეა 

Latest news