მედია   სიახლეები   ეკოლიდერთა სკოლა -დაცული ტერიტორიები
03.11.2016

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “ეკოლიდერთა სკოლაში” სწავლა გრძელდება.

ამჯერად მოსწავლეებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროს ნატა სულტანიშვილი შეხვდა და  ლექცია დაცული ტერიტორიებისა და ეკოტურიზმის შესახებ წაუკითხა.
შეგახსენებთ, რომ “ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 
სწავლის პერიოდში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვითი პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა.


იხილეთ გალერეა

Latest news