მედია   სიახლეები   ეკოლიდერთა სკოლა -მწვანე ეკონომიკა
25.11.2016

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  “ეკოლიდერთა სკოლაში” სწავლა გრძელდება.

ეკოლიდერთა სკოლაში მორიგი შეხვედრა ცენტრის ინოვაციური პროექტების სამსახურის უფროსმა ქეთი კრიალაშვილმა ჩაატარა და მოსწავლეებს მწვანე ეკონომიკის შესახებ ესაუბრა. 
შეგახსენებთ, რომ ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა  და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 
ორი თვის განმავლობაში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვით პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა. 
 

იხილეთ გალერეა

Latest news