მედია   სიახლეები   იდეების კონკურსი “სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა”
09.06.2021

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს იდეების კონკურსს - ,,სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა“.

კონკურსის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების, მისი გადაჭრის გზების და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგრამის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლება.

კონკურსის წესები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების მოსწავლეებს.  

მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო  დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების გატარებას.

წარმოდგენილი პროექტი უნდა ასახავდეს მოსწავლეთა თვალით დანახული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის თემატიკასთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევის ან/და პრევენციის გზებს.

საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იმ აქტივობებს, რომელიც განხორციელდება კონკურსის ფარგლებში. პროექტის აქტივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

   I  ეტაპი - განაცხადების შერჩევა
   II
 ეტაპი - საპროექტო წინადადების პრეზენტაცია 

ორივე ეტაპის შედეგების საფუძველზე, სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს, რომლებსაც გადაეცემათ პრიზები შემოთავაზებული იდეების განსახორციელებლად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი

კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ელექტრონულად შეავსოთ განაცხადის ფორმა (WORD-ის ფორმატში). 

განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში:

დანართი 1 - განაცხადის ფორმა - https://bit.ly/3pNhFN7

დანართი 2 - ბიუჯეტის ფორმა - https://bit.ly/2TbCfKD
 
საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge 

კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე (ელ-ფოტა: Natela.bliadze@eiec.gov.ge;  ტელ: 598 21 82 85)
 

Latest news