მედია სიახლეები ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობების სკრინინგის განცხადებების შესახებ
15.02.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკრინინგის განცხადებებს.
დაგეგმილი საქმიანობების განცხადებებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
სკრინინგის განცხადებები:
ქ. ბათუმში, შპს“ირინას“ ავტოგასამართი სადგურის (ნავთობპროდუქტების საცავის) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 19 თებერვლამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31479
ქ. ქუთაისში, შპს „ბაჯოს“ ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 26 თებერვლამდე
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31503
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. საყდრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ვულკანური წიდა) მოპოვების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31511
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. წნორის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის - თერმული წყლის (315 360 მ3/წელიწადში) მოპოვების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2021 წლის 2 მარტამდე.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31513