მედია   სიახლეები   იძულებით გადაადგილებული პირები სტუმრად ცენტრში
30.04.2018


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, პროექტ “ბუქმობილის” ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები ესტუმრნენ. 
მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს. მათ გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეები კლიმატის ცვლილების პრობლემას, მის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებს გაეცნენ, ასევე ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ. 
შეხვედრის ბოლოს, პრაქტიკული აქტივობის ფარგლებში, სტუმრებმა ქილებში საკუთარი ეკოსისტემები ააწყვეს და დახურულ ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდნენ.

იხილეთ გალერეა

Latest news