მედია   სიახლეები   კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“
24.04.2019

გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე,  „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის 2010/75/EU დირექტივის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად მომზადდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტი, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირება და კონტროლი, ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.
 
კანონპროექტი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე, სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
 
აღნიშნული კანონის პროექტიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ მომზადდა ასევე ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში’’ ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ კანონების პროექტები.
 
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საჯაროდ ქვეყნდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტი და აღნიშნული კანონის პროექტიდან გამომდინარე მომზადებული პროექტები საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
 
კანონპროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 15 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge 
 

 


იხ.დანართები


კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“
კანონის პროექტი ,,გარემოს დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში'' ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე

Latest news