მედია   სიახლეები   კონკურსის “მწვანე ჯილდო” მეორე შესარჩევი ტური
15.06.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კონკურსის “მწვანე ჯილდო” მეორე ტური გაიმართა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების წახალისების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, 30 საბავშვო ბაღის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 15 საუკეთესო მეორე ტურისათვის შეირჩა.

მეორე ტურში გადასულმა მონაწილეებმა საკონკურსო კომისიას “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის საკუთარი პრაქტიკის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

კონკურსის გამარჯვებულს ორივე ეტაპის ქულების დაჯამების შემდეგ, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია გამოავლენს.

საუკეთესო აღმზრდელ/მეთოდისტის გამოსავლენი კონკურსში, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვის შემდეგ კი მასში რეგიონის აღმზრდელ/მეთოდისტები მიიღებენ მონაწილეობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო წარმატებით დაინერგა თბილისსა და კახეთში და გადამზადა 400-მდე აღმზრდელ/მეთოდისტი.


იხილეთ გალერეა

Latest news