გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მესამედ აცხადებს კონკურსს „მწვანე ჯილდო”, სადაც გამოვლინდება 2020 წლის საუკეთესო აღმზრდელი ან/და მეთოდისტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკურსის წესები:
„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა აღმზრდელ-პედაგოგსა ან მეთოდისტს, რომელიც:
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი.
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
I ეტაპი - საკონკურსო განაცხადების შერჩევა
II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო 10-ეულს, რომელთაგან გამარჯვებულს გადაეცემა „მწვანე ჯილდო”.
ათეულის ყველა წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
კონკურსში მონაწილეობისთვის
ელექტრონულად შეავსეთ
საკონკურსო განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და დაურთეთ თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე:
education@eiec.gov.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ: „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება".
► ჩამოტვირთეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტელ.: +995 32 2 11 20 23
მობ.: +995 55 35 22 33
ელფოსტა:
natia.saralidze@eiec.gov.ge