მედია   სიახლეები   კურსი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში"
06.04.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“ დაიწყო. რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები, საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა, სამედიცინო სფეროში დასხივების ავარიული სიტუაციები, სამედიცინო დასხივების სპეციფიკური საკითხები, ლიცენზიის მფლობელების მოვალეობები და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომლებსაც მონაწილეები სასწავლო კურსის განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლიან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ვასილ გედევანიშვილმა აღნიშნული კურსის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. სასწავლო კურსის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.

Latest news