მედია   სიახლეები   ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის ტრენინგი სიღნაღის მუნიციპალიტეტში
27.06.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 
 

ტრენინგის - “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა”, მიზანია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის ცნობიერების ამაღლება; ასევე, ამ ჯგუფებისთვის ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებული პრობლემების, მიწებისა და ლანდშაფტების მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტური გზების, მეთოდების გაცნობა.
ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ საველე გასვლასაც მოიცავდა. 
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში შერჩეულ ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტა, სიღნაღი, დედოფლისწყარო და გარდაბანი- ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ხორციელდება.


იხილეთ გალერეა

Latest news