მედია   სიახლეები   ლექცია ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ
01.08.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის ეკობანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ. 

სტუმრებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა და ცენტრის საქმიანობა გააცნო. შეხვედრის მეორე ნაწილი ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების გაცნობას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები ორჰუსის კონვენციისა და მდგრადი განვითარების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ ორჰუსის კონვენციის ძირითად პრინციპებს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებსა და ვადებს. 

შეხვედრის დასასრულს, ნიკო კეცხოველის კონკურსში ცენტრის მიერ გამოვლენილი რჩეული ეკოსპიკერის  მარიამ წიქარიძის მონაწილეობით გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, მსგავსი ტიპის შეხვედრებს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან  შემდგომშიც გააგრძელებს. 

 

იხ.გალერეა

Latest news