მედია   სიახლეები   ლექცია- ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება
28.03.2018

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 161-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერი, მისი მნიშვნელობა, ჰაერის დაბინძურების ძირითადი სახეები და დაბინძურებული ჰაერის გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

ასევე, DPSIR (Drivers-მამოძრავებელი ფაქტორები, Pressure-ზემოქმედება, State-მდგომარეობა, Impact-გავლენა, Response-საპასუხო ქმედება) მეთოდის მეშვეობით , რომელიც აქტიურად გამოიყენება ევროპაში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირებისათვის, გაანალიზეს ქალაქ თბილისის ატმოსფერული ჰაერის სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების პრობლემა და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვაც წარმოადგინეს.


იხილეთ გალერეა

Latest news