მედია   სიახლეები   ლექცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ,182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
04.11.2019

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დასცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია-სემინარი გაიმართა.

ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს, დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხილვას დაეთმო.

მოსწავლეები სემინარის მსვლელობისას აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილზეც ისაუბრეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ საზოგადოებასთან.


იხ.გალერეა

Latest news