მედია   სიახლეები   ლექცია ნარჩენების მართვის შესახებ „ათასწლეულის სკოლაში“
27.04.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები „ათასწლეულის სკოლას” ეწვივნენ და მოსწავლეებს გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, გააცნეს ნარჩენების ტიპები, მათი მართვის იერარქია, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. მოსწავლეებმა ბევრი სახალისო და საინტერესო რჩევა მიიღეს ნარჩენების შემცირების თაობაზე.

შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.


იხილეთ გალერეა

Latest news