მედია   სიახლეები   ლექცია ნარჩენების მართვის შესახებ
27.11.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს “მწვანე” სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა ლექცია გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და დაბინძურების შედეგების შესახებ მოისმინეს, ასევე გაეცნენ ნარჩენების ტიპებს, მათი მართვის აუცილებლობასა და მართვის იერარქიას, პრაქტიკული დავალების ფარგლებში კი თავად დაახარისხეს სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. ლექციის ბოლოს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.


იხილეთ გალერეა

Latest news