მედია   სიახლეები   ლექცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ
27.06.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ჩართულობით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ახალგაზრდულ ბანაკში პროექტის “BREATHE IN” მონაწილეთათვის ლექცია გაიმართა.

პროექტს, რომლის მიზანსაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენს, მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი, Mosta Youth Empowerment Centre-თან თანამშრომლობითა და ევროკომისიის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტში, სტუდენტები მსოფლიოს 8 ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობასა და ბუნების კონსერვაციის მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ტყეებზე. ლექციის დასასრულს მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს


იხილეთ გალერეა

Latest news