მედია   სიახლეები   ლექცია-სემინარები „მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა’’
12.02.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, რომლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალი სკოლის მოსწავლე და მასწავლებელია ჩართული.

2017 წელს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმებში უკვე შეიტანა ცვლილება. არსებული ცვლილებების მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმებს დაემატა მდგრადი განვითარების პრინციპები, რის საფუძველზეც, აღნიშული პრინციპები, 2017 წლიდან გამჭოლად აისახება დაწყებითი საფეხურის ყველა სახელმძღვანელოში.

2018 წელს ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იქნება მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ. ამასთან დაკავშირებით, შემუშავდა ლექცია-სემინარი - „მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა“, რომელსაც ჩაატარებენ ცენტრის თანამშრომლები.

ლექციის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების შეცვლა თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, რაც გულისხმობს თანამედროვეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იმგვარად, რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობის მოთხოვნილებები.

ლექციაზე საუბარი იქნება როგორც მდგრადი განვითარების ხელისშემშლელ გარემოსდაცვით ფაქტორებზე, ასევე  მათ შედეგებსა და გადაჭრის გზებზე. მდგრადი განვითარების მიზნებთან კავშირში განიხილება ამოწურვადი და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ხარჯთსარგებლიანობა, ჭარბი მოპოვების სახეები და მისით გამოწვეული გარემოსდაცვითი პრობლემები, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და საფრთხეები, რაც გამოხატულია ჰაბიტატების დაკარგვით, ტყეების განადგურებით, ფრაგმენტაციით, ინვაზიური სახეობის გავრცელებით და ა.შ., გაუდაბნოების გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა გადაძოვება, მიწის არასათანადო დამუშავება, კლიმატის ცვლილება, ნარჩერნების მართვის ძირითადი პრინციპები, მსმენელები ასევე შეიტყობენ, რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და რას იწვევს ის.

ლექციის ბოლოს, მოსწავლეები სპეციალური კითხვარის მეშვეობით თავად შეაფასებენ საკუთარი ცხოვრების სტილს და იმ ზემოქმედებას, რომელიც აქვთ გარემოს მიმართ.

ლექციების ჩატარდება უფასოდ, წინასწარი შეთანხმებით როგორც ცენტრის ოფისში, ასევე ადგილზე, ქ. თბილისის სკოლებში VI-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

შეხვედრების დაგეგმვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დ განათლების ცენტრი, განათლების პროექტების სამსახური

 

ცენტრის ვებგვერდი: www.eiec.gov.ge  

მის.: ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქ. 35

თბილისი, 0186, საქართველო

ტელ.: +995 32 2 11 20 23

 
  • მარიამ არჩუაძე - განათლების პროექტების სამსახური

მობ.: (+995) 597 77 23 57

ელფოსტა: archuadzemariam555@gmail.com

 

Latest news