მედია   სიახლეები   ლექცია წყლის ეკოსისტემების შესახებ
06.11.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ლექციაზე მოსწავლეები წყლის ეკოსისტემებსა და მათ მნიშვნელობას გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება შავ ზღვაზე, მის ახლანდელ მდგომარეობასა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ლექციის ბოლოს მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაო შეასრულეს, რომელიც ეკოსისტემურ სერვისებსა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ მნიშვნელობას ეხებოდა.

 

იხილეთ გალერეა

Latest news