მედია   სიახლეები   ლექცია ჰაერის შესახებ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში
08.11.2019

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს
ატმოსფერული ჰაერის საკითხზე ესაუბრა.
ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს,
დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ
თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების
განხილვას დაეთმო.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით და მუდმივად აწყობს
შეხვედრებს დაინტერესებულ საზოგადოებასთან

იხ.გალერეა

Latest news