მედია   სიახლეები   ლექციები - გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ
10.07.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლებმა, ა/ო მშვიდობიანი საქართველოსა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - “გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები” - ფარგლებში, წაიკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე: 
საქართველოს დაცული ტერიტორიები
მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა
კლიმატის ცვლილება 
ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და საქართველო 
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი

ლექციები მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ კომპონენტსა და დისკუსიას.

აღნიშნული ლექციების მიზანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო.


იხილეთ გალერეა

Latest news