მედია   სიახლეები   მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა
06.03.2018


პროექტის ფარგლებში "მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა" პირველი შეხვედრა 182-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებთან გაიმართა. ლექციის მსვლელობისას მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიიღეს მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბების ისტორიაზე, მის მნიშვნელობასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს უკავშირდება, კერძოდ: ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების დაცვა, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა.. ლექციის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური კითხვარი " ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი" დაურიგდათ, რომლის საშუალებითაც მათ გარემოზე საკუთარი ზეგავლენის გამოთვლა შეეძლებათ.

იხილეთ გალერეა

Latest news