მედია   სიახლეები   მედია გარემოსთვის - მედიაკონკურსი
29.11.2016

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „მედია გარემოსთვის“ -  ფარგლებში  მედიაკონკურსი ჩატარდა. 

ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის განმავლობაში  მოქმედ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს გარემოსდაცვით თემებზე სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ჩაუტარდათ. 
ტრენინგებზე ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეებისა და მისი კონსერვაცის გარდა ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, მედიის როლი გარემოსდაცვაში და საგამომძიებლო გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა იყო განხილული.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მედიაკონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ჟურნალის “ლიბერალი” ჟურნალისტი დავით ფარულავა გახდა. 
პროექტი „მედია გარემოსთვის“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციის „ინტერნიუსი“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა

იხილეთ გალერეა

Latest news