მედია   სიახლეები   მიღება გარემოსდაცვითი მმართველის დისტანციურ სასწავლო კურსზე
10.11.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას გარემოსდაცვითი მმართველის დისტანციურ სასწავლო კურსზე.

 

“გარემოსდაცვითი მმართველი” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კურსია, რომლის გავლის შემდეგ სერტიფიცირებული მონაწილეები შეძლებენ:

 
  • ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებას, განახლებასა და განხორციელებას;
  • ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას;
 

სასწავლო დისტანციურ კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს. სარეგისტრაციო ბმული:https://goo.gl/esKSg2


სასწავლო კურსი დაიწყება 30 ნოემბერს და გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში. კურსზე დარეგისტირება შესაძლებელია 23 ნოემბრამდე!

კურსის ღირებულება დისტანციურად გავლის შემთხვევაში - 460 ლარი

 

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ.ბმული - https://bit.ly/1OLWqEJ

 

სასწავლო კურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნანა დვალი (ელ.ფოსტა Nana.dvali@eiec.gov.ge; მობ: 577 282 226). 

 

Latest news