მედია   სიახლეები   მიღება ტრენინგზე "სკოლამდელე გარემოსდაცვითი განათლება"
22.03.2017

ტრენინგი - "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება"
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგზე ბაგა-ბაღის აღმზრდელების, მეთოდისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
2016 წელს, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, რომლის მიხედვით უკვე გადამზადდა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 160 მეთოდისტი და აღმზრდელი.
2017 წლიდან ახალი სახელმძღვანელო ოფიციალურად დაინერგა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში.
ტრენინგმოდული მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო;
• წყლისა და ენერგიის დაზოგვა;
• ნარჩენების მართვა.
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე, 10:00 – 18:00 სთ. 
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ღირებულება: 75 ლარი (ფასი მითითებულია დღგ-ის ჩათვლით)
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და სერტიფიკატები.
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმძღვანელოს ავტორები:
• ნატო სულთანიშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
• ნათია ჯავახიშვილი - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სამსახური;
• ნათია სარალიძე - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სამსახური;
• მაია გოგიბერიძე - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სამსახური;
ტრენინგკურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/iFDqw0
საკონტაქტო ინფორმაცია
ნათია სარალიძე +995 555 35 22 33
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი +995 32 2 11 20 23
ელფოსტა: education@eiec.gov.ge
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #76მ, თბილისი, საქართველო.

Latest news