მედია   სიახლეები   მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი
16.12.2016

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის შედეგად გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში მე-6 სამუშაო ფაზის ფარგლებში, აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით: 
  1.  
  2. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების კონსერვაცია და მდგრადი მართვის ხელშეწყობა ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული სათემო ინიციატივების მეშვეობით; 
    ისეთი აგროეკოლოგიური პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას; 
    დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი თემების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების გამოყენებით მიღებული სარგებელი; 
    სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მდგრადი მართვა; 
  3.  

დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე მოცემულია დოკუმენტში - „მცირე გრანტების პროგრამის სტრატეგია საქართველოში“ (დოკუმენტი თანდართულია);

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე საპროექტო განაცხადები (არა უმეტეს 2 გვერდისა) შემდეგი ინფორმაციით: პროექტის მიზანი, ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები, სავარაუდო დანახარჯები, თანადაფინანსების წყაროები, მდგრადობა, განხორციელების მეთოდები და რა დადებით გარემოსდაცვით ზეგავლენას მოახდენს პროექტი შერჩეული ლანდშაფტის ფარგლებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რომელ სტრატეგიულ მიმართულებას/ებს განეკუთვნება პროექტი და პროექტის მოქმედების არეალი.

ერთ ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს ორი მოკლე საპროექტო განაცხადისა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. მოკლე საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილ იქნას ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana.shubitidze@undp.org ან ამობეჭდილი სახით შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. 15, მე-4 სართული, არა უგვიანეს 29 დეკემბრის 18:00 საათამდე. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

ანა შუბითიძე

პროგრამის ეროვნული კოორდინატორი

GEF მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში

ელ-ფოსტა: ana.shubitidze@undp.org

მობილური: 599 57 34 36

ფალიაშვილის ქუჩა, 15, მე-4 სართული

თბილისი 0179, საქართველო

www.ge.undp.org

www.sgp.undp.org

 
pdf.png გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა
მე-6 სამუშაო ფაზის სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში
pdf.png GLOBAL ENVIRONMENT FACILITY SMALL GRANTS PROGRAMME COUNTRY PROGRAMME STRATEGY FOR OP6 GEORGIA 
pdf.png მოწვევა საგრანტო კონკურში მონაწილეობის მისაღებად

Latest news