მედია   სიახლეები   "მოხალისე ლექტორი" - კოლხური ბზა
04.04.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „მოხალისე ლექტორი“ ფარგლებში აფხაზეთის N2 და N3 სკოლების მოსწავლეებთან კოლხური ბზის შენარჩუნებისა და მისი მავნებელ-დაავადებების კონტროლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი გაიმართა. სემინარზე მოსწავლეებმა კოლხური ბზის გადაშენების საფრთხეების, ამ მხრივ არსებული მდგომარეობისა და მისი შენარჩუნების საშუალებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აღნიშნულ თემაზე მოხალისე ლექტორი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი - გიორგი მამადაშვილი იყო. პროექტი „მოხალისე ლექტორი“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Latest news