მედია   სიახლეები   "მოხალისე ლექტორი" - საქართველოს დაცული ტერიტორიები
07.04.2017

საქართველოს დაცული ტერიტორიები, მათი კატეგორიები, ქართული ბიომრავალფეროვნება და მისი მსოფლიო მნიშვნელობა, დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობა, წესები და უსაფრთხოების ზომები - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მოხალისე ლექტორი“ ფარგლებში თბილისის 124-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი, მარიამ თათარაშვილი ესაუბრა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „მოხალისე ლექტორი“ ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მის უწყებაში დასაქმებული ადამიანები თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეებს ხვდებიან და სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემების შესახებ ლექციებს მართავენ. პროექტი „მოხალისე ლექტორი“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Latest news