მედია   სიახლეები   მწვანე ბიზნესი და სამშენებლო სტანდარტები
07.12.2016

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ეკოჰაბში გაიმართება შეხვედრა თემაზე: მწვანე ბიზნესი და სამშენებლო სტანდარტები. 

შეხვედრის მიზანია, დიალოგისა და დისკუსიის მეშვეობით, არსებული რეალობის შეფასება და მომავალში ურთიერთანამშრომლობის გზების გამონახვა, რათა მოხდეს თანამედროვე, ინოვაციური, მწვანე ტექნოლოგიებისა და ზოგადად, მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა გარემოსა და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები. 

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა შედგება 2016 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსის ეკოდარბაზში
მის: სულხან ცინცაძის ქ. # 63.

Latest news