მედია   სიახლეები   „მწვანე ჯილდო“ საუკეთესო აღმზრდელის ან მეთოდისტის გამოსავლენად
02.02.2018


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2015 წელს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტში შევიდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა სკოლამდელი განათლების საფეხურზე გარემოსდაცვითი კომპონენტის სწავლების გაძლიერებას, რადგან სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხით.
 
სწორედ ამიტომ, ცენტრი, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2016 წლიდან ახორციელებს სახელმძღვანელოს-“სკოლამდელი გარემოდაცვითი განათლება“-საბავშვო ბაღებში დანერგვას, რისთვისაც  თბილისის ყველა საბავშვო ბაღის წარმომადგენელი გადაამზადა. გადამზადების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და სახელმძღვანელო ამჯერად კახეთის რეგიონში ინერგება.
 
იმისათვის, რომ მოხდეს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება და აღმზრდელებისა და მეთოდისტთა მოტივაციის გაზრდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, აწესებს „მწვანე ჯილდოს“ საუკეთესო აღმზრდელის ან მეთოდისტის გამოსავლენად.
 
კონკურსი პირველ ეტაპზე ჩატარდება თბილისის ბაღებს შორის, ხოლო სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვის შემდეგ, მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონის აღმზრდელ-მეთოდისტები.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ მეთოდისტსა თუ აღმზრდელს, რომელიც პრაქტიკაში იყენებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს.
 

კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა და თან დაურთოთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა და ღონისძიების პროგრამის აღწერა (ერთ საქაღალდედ).

 
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
  1. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განაცხადების განხილვა და გადარჩევა;
  2. მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები წარმოადგენენ ერთ გარემოსდაცვით აქტივობას.
 
გამარჯვებულს, კომპეტენტური პირებისაგან დაკომპლექტებული კომისია, ორივე ეტაპის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოავლენს. კონკურსი დასრულდება საზეიმო დაჯილდოებით.
 
განაცხადები მიიღება  2018 წლის 10 თებერვლიდან - 1 მაისამდე, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:  info@eiec.gov.ge
 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ,  დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ნათია სარალიძე
ტელეფონი: 555 35 22 33
ცენტრის ვებ-გვერდი: www.eiec.gov.ge  
მის:ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟრენტის ქ.35
თბილისი 0186,საქართველო
ტელ: +995 32 2 11 20 23
 
 
 
 
 
 
 

Latest news