მედია   სიახლეები   ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია
03.01.2018

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდა
2018 წლის პირველი იანვრიდან.

 
ნარჩენების   მართვის   კოდექსის  26-ე   მუხლის  თანახმად, რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:
ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;
ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
გ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;
დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება.

რეგისტრაციის პროცედურები და მოთხოვნები განისაზღვრება ,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილებით (იხ. ბმული)

საქმიანობების რეგისტრაციის მიზნით რეგისტრაციის განაცხადის ფორმების შევსება და სამინისტროში წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით შემდეგ ვებგვერდზე waste.moe.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური, ტელ: 2727227

Latest news