მედია   სიახლეები   “ნუ მოჭრი-მორთე” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში
24.12.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში, კამპანია “ნუ მოჭრი-მორთე”-ს ფარგლებში ნაძვის ხე მოირთო.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს და მათ შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა კამპანიაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობაზე.  

 

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტფილმის “ბოცო და გვანცას” ჩვენება გაიმართა, რითიც პატარები გარემოში ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლების მნიშვნელობას გაეცნენ.

 

კამპანია “ნუ მოჭრი-მორთე” 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ის მიზნად ისახავს წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციას.

 

იხ.გალერეა

Latest news