გაცნობებთ, რომ 2020 წლის
22 დეკემბერს 12:00 სთ-ზე გაიმართება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების
2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული -
https://us02web.zoom.us/j/85238718169 ან შეხვედრის ID: 852 3871 8169.
საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა მ/წ
16 ოქტომბერს.