მედია   სიახლეები   ორჰუსის კონვენციის განხორციელების VI ეროვნული ანგარიშის პროექტი
16.10.2020

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცესი.

გთხოვთ, არსებობის შემთხვევაში, ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეექვსე ეროვნულ ანგარიშთან დაკავშირებით თქვენი კომენტარები მ/წ 5 ნოემბრამდე მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ორჰუსის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს საქართველოში, ნინო გოხელაშვილს შემდეგ მისამართზე nino.gokhelashvili@mepa.gov.ge და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შემდეგ მისამართზე info@eiec.gov.ge. საზოგადოების მხრიდან კომენტარების დოკუმენტში სათანადოდ ასახვის მიზნით გთხოვთ, მიუთითოთ ანგარიშის თავი, პუნქტი და ქვეპუნქტი, რომელსაც ეხება თქვენი მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და არგუმენტირებული შენიშვნა/კომენტარი.

საზოგადოების მხრიდან მიღებული ინფორმაციის განხილვა მოხდება შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, რის შემდეგაც გაიმართება ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა. ინფორმაციას საჯარო განხილვის შესახებ შეგატყობინებთ მოგვიანებით. ორჰუსის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადა გახლავთ 01/02/2021.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო, რეგიონულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, რომ მოამზადონ ორჰუსის კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიშები მათ მიერ განხორციელებული პროგრამებისა და ქმედებების, ასევე, არსებული გამოცდილების შესახებ და გაუგზავნონ სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aarhus.survey@un.org.
 
დანართი - ორჰუსის კონვენციის განხორციელების VI ეროვნული ანგარიშის პროექტი
 

Latest news