მედია   სიახლეები   პროგრამული ვებინარები ეკოლიდერთა სკოლაში
26.06.2020

“ეკოლიდერთა სკოლაში” სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროგამული ვებინარები მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკა, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები.

 

კლიმატის ცვლილებაზე ეკოლიდერებთან ვებინარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა უძღვებოდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა  კლიმატის ცვლილებასა და მის უარყოფით შედეგებზე, ადამიანის როლზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ასევე, ისაუბრა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. ეკოლიდერთა სკოლის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიდგომებსა და მექანიზმებზე. 

 

ეკოლიდერთა სკოლის პროგრამული ვებინარის მეორე მომხსენებლმა,  NACRES -ის გამგეობის წევრმა კახა არცივაძემ საქართველოს ბიომრავალფეროვნების როლზე, კონსერვაციასა და ბიომრავალფეროვნების  დაცვის მექანიზმებზე ისაუბრა. ეკოლიდერების ინტერესი საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნების მდგომარეობასა და მიმდინარე ღონისძიებებს ეხებოდა. მოხსენების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

 

ეკოლიდერთა სკოლაში პროგრამული ონლაინ სემინარები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება, რომლის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით, აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე. 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო საგანმანათლებლო ღონისძიებებს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს. 

 

Latest news