მედია   სიახლეები   "რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში"
07.04.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“ მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს. 2 დღიანი ინტენსიური სწავლების შემდეგ კურსის მონაწილეებმა შესაბამისი ტესტირება გაიარეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს უკვე შეუძლიათ: სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას; სალიცენზიო პირობების შესრულება; პერსონალის, პაციენტისა და მოსახლეობის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა; რადიაციული მონიტორინგის განხორციელება; რადიაციული ინციდენტის, ავარიული დასხივების პრევენციისა და შესაძლო შედეგების სალიკვიდაციო გეგმის შემუშავება; ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ელექტრონული სისტემის მართვა, რაც გულისხმობს ბიზნეს პორტალის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღებას, გაუქმებას ან მასში ცვლილებების შეტანას, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მარეგულირებელ ორგანოში. სასწავლო კურსის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.

Latest news