მედია   სიახლეები   საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეო კონკურსი 2018 კლიმატის ცვლილების შესახებ
09.06.2018

 

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეო კონკურსი 2018 კლიმატის ცვლილების შესახებ. გაერო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდების როლს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და მისი პარტნიორების ინიციატივით კონკურსი 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ასახავს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ინოვაციური და ამბიციური გზების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. კონკურსი აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ წარმოაჩინონ პრობლემის გადაჭრის გზები და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

 

18-დან 30 წლამდე დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ კონკურსში, გააგზავნონ ვიდეო არაუმეტეს 3 (სამი) წუთისა შემდეგ ორ თემაზე:

1) მდგრადი მოხმარება და წარმოება

2) მწვანე და კლიმატგონივრული სამუშაოები

 

დაინტერესებულმა პირებმა ვიდეო უნდა ატვირთონ ვებ-გვერდზე www.biomovies.tve.org არაუგვიანეს 31 აგვისტოსი,

 

გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბრში გაემგზავრება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 24-ე კონფერენციაზე პოლონეთში.  

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები:

UN Climate Change Webpage for the competition

UN Climate Change Newsroom Article

 

 

 

 

 

Latest news