მედია   სიახლეები   საზაფხულო ეკობანაკის დახურვა
26.07.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და CENN-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ეკობანაკი დასრულდა.

ბანაკი, რომელშიც ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალისტი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეკობანაკის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და ამ მიმართულებით საკუთარი დაგეგმილი აქტივობები წარადგინეს.

ბანაკის საზეიმო დახურვას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე მარიამ მათიაშვილი დაესწრო, რომელმაც მოსწავლეებს სამომავლო გარემოსდაცვითი აქტივობების განხორცილებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ 2015 წლიდან ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში


იხილეთ გალერეა

Latest news