მედია   სიახლეები   საინფორმაციო და საკონსულტაციო სემინარი ზურმუხტის ქსელის თაობაზე, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში
17.10.2019


2019 წლის 21 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათიას სამი სემინარი ჩატარდება ზუგდიდის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნციპალიტეტებში, სადაც განხილული იქნება ‘სამეგრელო 2-ის’, ‘რაჭა-ლეჩხუმისა’ და ‘სვანეთი-რაჭის’ ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიების მართვის გეგმები შემუშავება.

სემინარის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კონსერვაციის მაღალი ინტერესის მქონე ადგილების თაობაზე, სადაც ვხვდებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებს. ამ სემინარით იწყება თანამშრომლობა ადგილობრივ საზოგადოებასთან რეგიონების მდგრადი განვითარების კუთხით. ექსპერტები გააზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის, ტრადიცუიული პროდუქციის ფასეულობი ზრდის, ეკოტურიზმის და სხვა საკითხების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ადგილი მდიდარი ტყის ჰაბიტატითა და მდელოებით, რომლებიც აქამდე არ შედიოდა სრულად ზურმუხტის ქსელში ან საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. სამივე აღნიშნულ ადგილას  ბინადრობენ ძუძუმწოვრები, როგორებიც არიან დათვი, მგელი და ფოცხვერი, ისევე როგორც წავი და მრავალი სახის ღამურა. ზურმუხტის ქსელის ამ ადგილებმა შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ე.წ. ‘კოსნერვაციის ხელსაყრელი სტატუსის’ შენარჩუნებაში ძირითადი დიდი ძუძუმწოვრების სახეობებისთვის.
სემინარში, რომელზეც განხილული იქნება კონსერვაციის კონკრეტული ღონისძიებები და შესაძლებლობები გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ზუგდიდის, ცაგერის, ამბროლაურის, ონის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ადგილობრივი საზოგადოება.

ზურმუხტის ქსელის განვითარება საქართველოში
ზურმუხტის ქსელის განვითარება არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი 1979 წლის ბერნის კონვენციის განხორციელების თვალსაზრისით, ევროპული ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაციის შესახებ. 2009 წელს საქართველო შეუერთდა კონვენციას, რითაც ქვეყნამ აიღო ვალდებულებები ველური ბუნების სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის კუთხით  ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე. ამჟამად, საქართველოს ზურმუხტის ქსელი 39 ადგილისგან შედგება, 7 ადგილი არის ქსელში შესვლის კანდიდატი, ხოლო 12 ადგილი წარდგენილია. ამ 39 ლოკაციას უნდა ჰქონდეს მართვის გეგმები 2023 წლისთვის, ხოლო  დანარჩენ 36 დანიშნულ ადგილს - 2024 წლისთვის.

სემინარები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში,“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საშუალებით, პროექტი ხელს უწყობს საქართველოს გარემოს დაცვას, დაბინძურების შემცირებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

მეტი ინფორმაციისთვის:
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
ქ-ნ. თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
ელ-ფოსტა: Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქ-ნ. მარიამ სულხანიშვილი,  ბერნის კონვენციის ეროვნული კოორდინატორი
ელ-ფოსტა: Mariam.sulkhanishvili@mepa.gov.ge
 
პროექტის ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში                                    
ბ-ნ. რობერ ბაქსი, პროექტის ხელმძღვანელი.
ელ-ფოსტა: bakxrc@hotmail.com

Latest news