მედია   სიახლეები   საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” 2019 წლისათვ
14.12.2019

საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” 2019 წლისათვის ქ.თბილისში გამართული ტრენინგებით დასრულდა. ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” საქართველოს ყველა მხარეში ჩატარდა. ტრენინგებზე მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს და ჯამში 500-მდე საჯარო მოხალე და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგნელები გადამზადდნენ.
ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას 2020 წლიდან კვლავ გააგრძელებს და მოსამართლეებს, პროკურორებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს გადაამზადებს.

იხ.გალერეა

Latest news