მედია   სიახლეები   სამუშაო შეხვედრა ბიომრავალფეროვნების ექსპერტებთან
25.03.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროქტის “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და აღნიშნული ანგარიშის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს ანგარიშის ფორმატი გააცნო.

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციას საქართველოს 1994 წელს შეუერთდა და რიგით მე-6 ეროვნულ ანგარიშს ამზადებს.

პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს  მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს აიჩის (Aichi Biodiversity Targets) ბიომრავალფეროვნების მიზნების მიღწევის ანგარიშგებას.

 
 

იხ. გალერეა

Latest news