მედია   სიახლეები   სასწავლო კურსი - „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“
14.03.2017

სასწავლო კურსი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას კურსზე: „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“

კურსის მიზანია
რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ  მონაწილე შეძლებს:

● სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას;
● სალიცენზიო პირობების შესრულებას;
● პერსონალის, პაციენტისა და მოსახლეობის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფას;
● რადიაციული მონიტორინგის განხორციელებას;
● რადიაციული ინციდენტის, ავარიული დასხივების პრევენციისა და შესაძლო შედეგების სალიკვიდაციო გეგმის შემუშავებას;
● ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას;
● ელექტრონული სისტემის მართვას, რაც გულისხმობს ბიზნეს პორტალის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღებას, გაუქმებას ან მასში ცვლილებების შეტანას, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მარეგულირებელ ორგანოში.


სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

● საკანონმდებლო ბაზის ზოგადი მიმოხილვა, მარეგულირებელი ორგანოს როლი რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების საკითხებში;
● ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები;
● ელექტრონული სისტემა (ლიცენზიის აღება, გაუქმება, ცვლილების შეტანა; ნებართვის გაცემა; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება);
● რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები;
● დაგეგმილი დასხივების სიტუაცია, პერსონალის, პაციენტის და მოსახლეობის დაცვა (სამედიცინო სფეროში);
● დასხივების ავარიული სიტუაციები (სამედიცინო სფეროში);
● სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნები;
● სამედიცინო დასხივების სპეციფიური საკითხები (ზოგადი რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მობილური/გადასატანი დანადგარები, დენტალური რენდგენოდანადგარები);
● ინდივიდუალური და სამუშაო ადგილების მონიტორინგის განხორციელება.

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: ორი დღე, 10:00-17:00;
პროგრამის მოცულობა: 14 საათი;
სწავლების ენა: ქართული;
კურსის ღირებულება: 180 ლ * (მომსახურება მოიცავს ტრენინგის მონაწილეთა კვებას (ლანჩი და ყავის შესვენება)
*ღირებულება მოიცავს დღგ-ს

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ ჩატარდება ტესტირება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს გადაეცემა სერტიფიკატი.
 
სასწავლო კურსს გაუძღვებიან:

ზია სიჭინავა  - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახური

მარიამ გიორგობიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახური

დალი ჭიჭინაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის სამსახური


მისაღები პროცედურები
 
სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია

გულიკო დიღმელაშვილი
მობ: 
(+995) 577 50 29 74


სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ტელ: (+995) 32 2 11 20 23
ელ.ფოსტა: education@eiec.gov.ge
მისამართი: ი. ჭაჭავაძის გამზ. #76 მ , თბილისი, საქართველო

Latest news