მედია   სიახლეები   სასწავლო კურსი “ გარემოსდაცვითი მმართველი”
17.04.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის  დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მათ წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

 

„გარემოსდაცვითი მმართველის“ სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება - განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას.

 

სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან და მასში მონაწილეობა შეუძლია როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.


იხ.გალერეა

Latest news