საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონის პროექტი.
დოკუმენტის საჯარო განხილვის დრო და ადგილი გეცნობებათ მოგვიანებით. შეხვედრაზე მუხლობრივად იქნება განხილული წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით გთხოვთ, საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარ დაგვიდასტუროთ დასწრება არაუგვიანეს 10 აგვისტოსა ელექტრონული ფოსტის მისამართზე:mariam.makarova@mepa.gov.ge.