მედია   სიახლეები   “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისათვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა”
10.11.2017

გარემოდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დაინტერესებულ მხარეთათვის “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისათვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა” წარადგინა. საადაპტაციო გეგმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით , სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომის და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავდა.

ადაპტაციის ეროვნული გეგმა აგრარული სექტორის საშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. მასში გათვალისწინებულია მრავალმხრივი მიდგომები კლიმატის ცვლილებებასთან ადაპტაციისათვის და ქმნის სახელმძღვანელო პრინციპებს სამთავრობო უწყებისა და პარტნიორისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დახმარება გაუწიონ ქვეყანას ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებაში

დოკუმენტის ქართული და ინგლისური ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://goo.gl/bCzhva

 

იხილეთ გალერეა

Latest news