მედია   სიახლეები   საჯარო განხილვა კანონის პროექტის “ბიომრავალფეროვნების შესახებ”
01.06.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საქართველოს კანონის პროექტის “ბიომრავალფეროვნების შესახებ” საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა დაინტერესებულ საზოგადოებას კანონის პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით.

“საქართველო წარმოადგენს არაერთი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმების მხარეს, რომელთა ვალდებულებების შესრულებაც საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო საფუძველს. კანონის პროექტის “ბიომრავალფეროვნების შესახებ” საჯარო განხილვაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია”-განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კანონის პროექტი “ბიომრავალფეროვნების შესახებ” ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მომზადდა.


იხილეთ გალერეა

Latest news